მთავარი / ლექსიკონი / ფულადი ნაკადების ანგარიში
ფულადი ნაკადების ანგარიში
Cash Flow Statement
ფულადი ნაკადების ანგარიში აჩვენებს, რეალურად რამდენი ფული შემოვიდა და გავიდა კომპანიიდან და რისთვის.
ის სამ ნაწილად იყოფა: საოპერაციო (ძირითადი ბიზნესიდან), საინვესტიციო (მოწყობილობები, შენობები, შესყიდვები) და საფინანსო (სესხები, დივიდენდები, აქციების გამოსყიდვა). მოგება ბუღალტრულად შეიძლება „ლამაზად“ გამოიყურებოდეს, ფულის რეალური მოძრაობა კი უფრო გულახდილ სურათს იძლევა.
მაგალითი
კომპანია მოგებას აჩვენებს, მაგრამ მომხმარებლები არ იხდიან და საოპერაციო ფულადი ნაკადი უარყოფითია — გამაფრთხილებელი ნიშანი.