ინვესტორი

მომსახურების პირობები

განახლდა: 25 ოქტომბერი, 2026

1. მიღება

investi.ge-ს გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ შეწყვიტოთ საიტის გამოყენება.

2. საიტის დანიშნულება

investi.ge არის საგანმანათლებლო/საინფორმაციო პლატფორმა. საიტზე გამოქვეყნებული სტატიები, საბაზრო მონაცემები და კვიზები არის ზოგადი საგანმანათლებლო ხასიათის და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღება მომხმარებლის საკუთარი პასუხისმგებლობით. საბაზრო მონაცემები (მაგ. აქციების ფასები) მოგვაქვს საჯარო წყაროებიდან (მაგ. Yahoo Finance, CoinGecko, Nasdaq), ახლდება დაგვიანებით და შეიძლება ყოველთვის ზუსტი არ იყოს.

3. ანგარიში

  • ანგარიშის შექმნისას ვალდებული ხართ მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია
  • თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის და პაროლის უსაფრთხოებაზე
  • ერთ პირზე დასაშვებია ერთი ანგარიში

4. მომხმარებლის კონტენტი

კომენტარის ან სხვა კონტენტის გამოქვეყნებისას თანხმდები, რომ:

  • კონტენტი არ დაარღვევს კანონს, საავტორო უფლებებს ან მესამე პირის უფლებებს
  • არ გამოაქვეყნებთ სპამს, შეურაცხყოფას, თაღლითურ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას
  • ადმინისტრაციას უფლება აქვს წაშალოს წესების დამრღვევი კონტენტი გაფრთხილების გარეშე

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

საიტი მოწოდებულია "როგორც არის" პრინციპით, გარანტიების გარეშე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერ ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საიტზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებებით.

6. საავტორო უფლება და გაზიარება

საიტზე გამოქვეყნებული ტექსტები (კომპანიების პროფილები, გზამკვლევები, სიახლეები, პიროვნებები, გაკვეთილები), დიზაინი და მონაცემთა შერჩევა ინვესტორის საკუთრებაა.

შეგიძლია:

  • გააზიარო ნებისმიერი გვერდის ბმული სოციალურ ქსელებში, მესენჯერებში და სხვა საიტებზე;
  • მოიყვანო მოკლე ციტატა ან გადმოსცე ინფორმაცია სხვა საიტზე, თუ წყაროდ მიუთითებ ინვესტორს (investi.ge) და დაურთავ ბმულს შესაბამის გვერდზე.

ნებართვის გარეშე აკრძალულია:

  • ტექსტების მთლიანად ან დიდი ნაწილის კოპირება და სხვაგან გამოქვეყნება;
  • საიტის ავტომატური ჩამოტვირთვა (scraping) და მონაცემების მასობრივი შეგროვება;
  • შიგთავსის გამოყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების სასწავლებლად;
  • საიტის მონაცემების (ფასები, ძიება) სხვა საიტზე ან აპლიკაციაში გამოყენება.

ნებართვისთვის ან თანამშრომლობისთვის მოგვწერე: info@investi.ge

7. ცვლილებები

ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ ეს პირობები დროდადრო. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში გვერდზე მითითებული თარიღი განახლდება.

8. კონტაქტი და თანამშრომლობა

შეკითხვების, კომერციული შეთავაზებებისა და თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: info@investi.ge