მთავარი / ლექსიკონი / კაპიტალური დანახარჯები
Capital Expenditures (CapEx)
კაპიტალური დანახარჯები (CapEx) არის ფული, რომელსაც კომპანია ხანგრძლივი გამოყენების აქტივებზე ხარჯავს: შენობებზე, ქარხნებზე, აღჭურვილობაზე, მონაცემთა ცენტრებზე.
ეს ხარჯი მოგება-ზარალის ანგარიშში ერთბაშად კი არა, ცვეთის სახით რამდენიმე წლის განმავლობაში აისახება, ფულადი ნაკადების ანგარიშში კი მაშინვე ჩანს. საოპერაციო ფულად ნაკადს კაპიტალური დანახარჯების გამოკლებით თავისუფალი ფულადი ნაკადი რჩება. მძიმე ინდუსტრიებს — ენერგეტიკას, ტელეკომს, ნახევარგამტარებს — ძალიან დიდი CapEx სჭირდებათ.
ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტისთვის ახალ მონაცემთა ცენტრებში ათეულობით მილიარდ დოლარს დებენ — ეს კაპიტალური დანახარჯებია.