ინვესტორი

ბიუჯეტის კალკულატორი — სად მიდის შენი ფული?

ჩაწერე თვის შემოსავალი და ხარჯები — კალკულატორი აჩვენებს, რამდენი გრჩება, სად მიდის ფულის უდიდესი ნაწილი და რას შეცვლიდა თითოეული ხარჯის შემცირება. ქვემოთ ნახე, რა ღირს ერთი პატარა ჩვევა 10 წელში და რას მოგცემდა იგივე თანხა ინვესტიციად.

შენი თვის ბიუჯეტი

ჩაწერე შემოსავალი და ხარჯები — ყველა ციფრი თვეზე გადაიყვანება.

შემოსავალი
0 ₾
ხარჯი
152 ₾
რჩება
—
  • ჩვევები152 ₾100%

ჩაწერე შემოსავალი — აქ გამოჩნდება, რამდენი გრჩება თვეში და წელიწადში.

შენი ციფრები მხოლოდ შენს ტელეფონში/ბრაუზერში ინახება — სერვერზე არაფერი იგზავნება.

რა ღირს ჩვევა 10 წელში?

აირჩიე ჩვევა, ჩაწერე რამდენი გიჯდება და ნახე, რას დაზოგავდი.

პერიოდი
რამდენით შეამცირებ?
თვეში
152 ₾
წელში
1 825 ₾
10 წელში
18 250 ₾

≈ 26 323 ₾

ეს თანხა ყოველთვე ინვესტიციად რომ ჩადო 10 წლის განმავლობაში, წელიწადში 7%-ით.

მაგალითი, არა გარანტია და არა რჩევა. 7% საიდან? აქციების ბაზრის მრავალწლიან საშუალო ზრდას ინფლაციის გამოკლებით ხშირად დაახლოებით 6–7%-ის ფარგლებში ასახელებენ; ცალკეულ წლებში შედეგი გაცილებით მაღალიც არის და უარყოფითიც. მეტი: რთული პროცენტის კალკულატორი, რთული პროცენტი — ტერმინი.

შენი ყველა ჩვევა ერთად (1): 152 ₾ თვეში → 26 323 ₾ 10 წელში (7%-ით)

გინდა რეალური ხარჯები ყოველდღე ჩაწერო და თვის ბოლოს ნახო, სად წავიდა ფული სინამდვილეში? დაიწყე ყოველდღიური ჩაწერა →

რატომ ღირს ხარჯების დათვლა

უმეტესობამ ზუსტად იცის, რამდენს იღებს, მაგრამ არა — რამდენს ხარჯავს. თვის ბოლოს „სადღაც გაქრა“ ფული სწორედ ის თანხაა, რომელიც ბიუჯეტში არ ჩანს. ერთხელ რომ ჩაწერო ყველა ხარჯი, ხშირად აღმოჩნდება, რომ ორი-სამი პუნქტი ხელფასის მესამედს ჭამს.

ერთი გავრცელებული ორიენტირი არის 50/30/20 წესი: შემოსავლის დაახლოებით ნახევარი სავალდებულო ხარჯებს, 30% სურვილებს, 20% დანაზოგს. ეს რჩევა არ არის და ყველას არ მოერგება — ქირა თბილისში ხშირად ნახევარზე მეტს იკავებს — მაგრამ კარგი საწყისი წერტილია, რომ შენი პროპორცია შეადარო. დეტალურად: როგორ დავზოგოთ ფული — ბიუჯეტი და 12 ჩვევა.

მცირე ყოველდღიური თანხები დიდ ციფრებად იქცევა: 5 ლარი დღეში 10 წელში 18 250 ლარია, ინვესტიციად კი — რთული პროცენტის წყალობით — კიდევ მეტი. ამიტომ „ჩვევის ფასი“ ზემოთ ზუსტად ამ გადაყვანას აკეთებს. როგორ დავიწყოთ პატარა თანხით: ინვესტირება 50–100 ლარიდან და ყოველთვიური ინვესტირება.

სანამ დანაზოგს ინვესტიციაში ჩადებ, ჯერ სარეზერვო ფონდი შექმენი — 3–6 თვის სავალდებულო ხარჯი, რომელიც კალკულატორმა უკვე დაგითვალა. ეს ის თანხაა, რომელიც მოულოდნელი ხარჯის დროს სესხის აღებისგან გიხსნის. მეტი: სარეზერვო ფონდი — რამდენი და სად, სანამ ინვესტირებას დაიწყებ. სავალდებულო ხარჯებიდან ყველაზე ადვილად კომუნალური მცირდება — 15 გზა კომუნალურზე დასაზოგად.

ისწავლე მეტი: გაკვეთილი „ბიუჯეტი, რომელიც რეალურად მუშაობს“; ტერმინები — სარეზერვო ფონდი, ალტერნატიული ღირებულება.

ხშირი კითხვები

+როგორ შევადგინო თვის ბიუჯეტი?

ჩაწერე ყველა შემოსავალი ხელზე და ყველა ხარჯი — სავალდებულო (ქირა, კომუნალურები, პროდუქტები), ცხოვრება (შოპინგი, გართობა) და ჩვევები. კალკულატორი ყველაფერს თვეზე გადაიყვანს და აჩვენებს, რამდენი გრჩება და სად მიდის ფულის უდიდესი ნაწილი. ბიუჯეტი მუშაობს მაშინ, როცა მას თვეში ერთხელ მაინც გადახედავ. როგორ დავზოგოთ ფული: ბიუჯეტი და 50/30/20 წესი

+რა არის 50/30/20 წესი?

ერთი გავრცელებული ორიენტირი: ხელზე შემოსავლის დაახლოებით 50% სავალდებულო ხარჯებს, 30% სურვილებს, 20% კი დანაზოგსა და ვალების დაფარვას. ეს წესი კი არა, ამოსავალი წერტილია — თბილისში ქირის წილი ხშირად 50%-ზე მეტია და პროპორცია შენზე უნდა მოარგო.

+როგორ ითვლება „ჩვევის ფასი“ 10 წელში?

ჯერ ჩვევის თანხა თვეზე გადაიყვანება (დღე × 365 ÷ 12 ≈ 30,4, კვირა × 52 ÷ 12 ≈ 4,33), მერე მრავლდება 120 თვეზე — ეს უბრალო ჯამია. მეორე ციფრი აჩვენებს, რა იქნებოდა, ეს თანხა ყოველთვე რომ ჩაგედო და წელიწადში არჩეული პროცენტით (ნაგულისხმევად 7%) გეზარდა — რთული პროცენტის ფორმულით. ეს მაგალითია, არა გარანტია. რთული პროცენტის კალკულატორი

+სად ინახება ჩემი ციფრები?

მხოლოდ შენს ტელეფონში ან კომპიუტერში, ბრაუზერის მეხსიერებაში. ჩვენს სერვერზე არაფერი იგზავნება და არც რეგისტრაციაა საჭირო. „გასუფთავება“ ღილაკი ყველაფერს შლის.

გადაყვანა თვეზე: დღე × 365 ÷ 12 (≈ 30,4), კვირა × 52 ÷ 12 (≈ 4,33), წელი ÷ 12 — ასე 5 ₾ დღეში წელიწადში ზუსტად 1 825 ₾-ია. ინვესტიციის ციფრი: ყოველთვიური შენატანის მომავალი ღირებულება არჩეული წლიური შემოსავლიანობით (თვიური განაკვეთი = წლიური ÷ 12), გადასახადებისა და საკომისიოს გარეშე. ეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტია და არა ფინანსური რჩევა. შენი ციფრები მხოლოდ შენს ბრაუზერში ინახება.