ინვესტორი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 21 სექტემბერი, 2026

1. ზოგადი ინფორმაცია

investi.ge ("საიტი", "ჩვენ") არის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა ინვესტიციების შესახებ. ეს დოკუმენტი აღწერს, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ საიტის მომხმარებლებისგან, როგორ ვიყენებთ მათ და როგორ ვიცავთ.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიშის შექმნისას: ელ.ფოსტის მისამართი და username
  • საიტზე თქვენ მიერ გამოქვეყნებული კონტენტი: სტატიები, კომენტარები, upvote-ები
  • კვიზების შედეგები, თუ დარეგისტრირებული ხართ
  • ვიზიტების ანონიმური დათვლა: ბრაუზერში (localStorage) ინახება შემთხვევითი ნომერი, რომელიც პირად მონაცემებს არ შეიცავს და მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ დავითვალოთ, რამდენი ადამიანი სტუმრობს საიტს დღეში
  • ტექნიკური მონაცემები შეცდომების მონიტორინგისთვის (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი) — მესამე მხარის სერვისის (Sentry) მეშვეობით, მხოლოდ საიტზე შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში

3. როგორ ვიყენებთ მონაცემებს

  • ანგარიშის შექმნისა და ავთენტიფიკაციისთვის
  • თქვენ მიერ გამოქვეყნებული კონტენტის საიტზე გამოსაჩენად (username საჯაროდ ჩანს)
  • საიტის ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაჩენად და გამოსასწორებლად
  • პაროლის აღდგენის/ანგარიშთან დაკავშირებული უსაფრთხოების იმეილების გასაგზავნად

ჩვენ არ ვყიდით და არ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებთან სარეკლამო მიზნებისთვის.

4. მესამე მხარის სერვისები

საიტი იყენებს შემდეგ გარე სერვისებს, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად დაამუშაონ გარკვეული მონაცემები მათი საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად:

  • Supabase — ანგარიშების, მონაცემთა ბაზის და ავთენტიფიკაციის მართვა
  • Sentry — შეცდომების მონიტორინგი
  • Vercel — საიტის ჰოსტინგი და ანალიტიკა
  • TradingView — საბაზრო მონაცემების ვიჯეტები (გვერდზე ჩატვირთვისას შეიძლება დააყენოს cookie-ები)

5. Cookie-ები

საიტი იყენებს აუცილებელ cookie-ებს თქვენი ავთენტიფიცირებული სესიის შესანარჩუნებლად (login-ში ყოფნისთვის). ეს cookie-ები აუცილებელია საიტის ფუნქციონირებისთვის და არ გამოიყენება თვალთვალისთვის ან რეკლამისთვის.

6. თქვენი უფლებები

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლა, ან ნახოთ/შეასწოროთ თქვენი პროფილის ინფორმაცია პროფილის გვერდზე. წაშლის მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

7. დაკავშირება

შეკითხვების ან მოთხოვნების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@investi.ge