ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / დებიტორული დავალიანება

დებიტორული დავალიანება

Accounts Receivable

დებიტორული დავალიანება არის ფული, რომელიც მომხმარებლებს კომპანიისთვის უკვე მიღებული საქონლის ან მომსახურებისთვის ჯერ არ გადაუხდიათ.

კომპანიები ხშირად ყიდიან ნისიად — გადახდის 30, 60 ან 90-დღიანი ვადით. გაყიდვა ანგარიშში უკვე აისახება, ფული კი მოგვიანებით მოდის. თუ დებიტორული დავალიანება გაყიდვებზე სწრაფად იზრდება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მომხმარებლები იხდიან ნელა ან კომპანია გაყიდვების „გაბერვას“ ცდილობს.

მაგალითი

მწარმოებელმა მაღაზიას 1 მილიონის საქონელი მიაწოდა 60-დღიანი გადახდით — ეს თანხა ბალანსზე დებიტორულ დავალიანებად დგას.

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი