ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / ვოლატილობა

ვოლატილობა

Volatility

ვოლატილობა გვიჩვენებს, რამდენად ძლიერ და ხშირად იცვლება აქციის ან ბაზრის ფასი.

მაღალი ვოლატილობის აქციის ფასი ხან მკვეთრად იზრდება, ხან მკვეთრად ეცემა. დაბალი ვოლატილობისა კი შედარებით სტაბილურად მოძრაობს. ვოლატილობა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ნიშნავს, რომ ინვესტიციის ღირებულება მოკლე დროში შეიძლება ძლიერ შეიცვალოს. ბაზრის საერთო ვოლატილობას ზომავს VIX ინდექსი, რომელსაც „შიშის ინდექსსაც“ ეძახიან.

მაგალითი

Tesla-ს აქცია ტრადიციულად ძალიან ვოლატილურია, Coca-Cola-სი კი შედარებით სტაბილური.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი