ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / ნაგულისხმევი ვოლატილობა

ნაგულისხმევი ვოლატილობა

Implied Volatility

ნაგულისხმევი ვოლატილობა არის ბაზრის მოლოდინი მომავალი მერყეობის შესახებ, რომელიც ოფციონების ფასებიდან გამოითვლება.

რაც მეტ მერყეობას ელის ბაზარი, მით ძვირია ოფციონები. ის ხშირად იზრდება მნიშვნელოვანი მოვლენების წინ (კვარტალური ანგარიში, ფედის გადაწყვეტილება) და ეცემა მათ შემდეგ — ამ ვარდნას ხშირად „IV crush“-ს უწოდებენ. VIX სწორედ S&P 500-ის ნაგულისხმევ ვოლატილობაზეა აგებული.

მაგალითი

ანგარიშის წინ ქოლი იყიდე, ანგარიში კარგი იყო, აქცია 3%-ით აიწია, მაგრამ ოფციონი მაინც გაიაფდა — რადგან ნაგულისხმევი ვოლატილობა მკვეთრად დაეცა.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი