ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / შორტი (მოკლე გაყიდვა)

შორტი (მოკლე გაყიდვა)

Short Selling

შორტი არის სტრატეგია, რომლითაც ინვესტორი აქციის ფასის ვარდნაზე ფსონს დებს.

ინვესტორი ბროკერისგან აქციას ისესხებს და მაშინვე ყიდის. თუ ფასი დაეცა, მოგვიანებით უფრო იაფად ყიდულობს, ბროკერს აქციას უბრუნებს და სხვაობას იტოვებს. შორტი ძალიან რისკიანია: თუ ფასი იზრდება, ზარალს თეორიულად ზღვარი არ აქვს. დამწყები ინვესტორებისთვის ეს სტრატეგია რეკომენდებული არ არის.

მაგალითი

თუ აქცია 100 დოლარად „დაშორტე“ და ფასი 70 დოლარამდე დაეცა, მოგება 30 დოლარია. თუ ფასი 150 დოლარამდე გაიზარდა, ზარალი 50 დოლარია.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი