ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / შორტ სქვიზი

შორტ სქვიზი

Short Squeeze

შორტ სქვიზი ხდება, როცა ფასის ზრდა აიძულებს „შორტ“ პოზიციის მქონე ინვესტორებს აქციები იყიდონ ზარალის შესაზღუდად, რაც ფასს კიდევ უფრო ზრდის.

რაც მეტია შორტ პოზიციები აქციაზე, მით ძლიერი შეიძლება იყოს სქვიზი. ფასი ასეთ დროს შეიძლება ფუნდამენტებთან კავშირის გარეშე ათეულობით ან ასობით პროცენტით გაიზარდოს — და შემდეგ ასევე სწრაფად დაეცეს.

მაგალითი

2021 წლის იანვარში GameStop-ის აქცია რამდენიმე კვირაში მრავალჯერ გაძვირდა, რადგან ინდივიდუალური ინვესტორების მასობრივმა ყიდვამ შორტ-პოზიციების მფლობელი ფონდები დიდ ზარალზე ყიდვისკენ აიძულა.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი