ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / ფუთ ოფციონი

ფუთ ოფციონი

Put Option

ფუთ ოფციონი გაძლევს უფლებას, გაყიდო აქცია განსაზღვრულ ფასად განსაზღვრულ თარიღამდე — ის ფასის ვარდნისას ძვირდება.

ფუთს იყენებენ ორი მიზნით: სპეკულაციისთვის (ვარდნაზე ფსონი) და დაცვისთვის (დაზღვევა უკვე არსებული აქციებისთვის). ფუთის ყიდვისას მაქსიმალური ზარალი გადახდილი პრემიაა.

მაგალითი

გაქვს აქციები 100$-ად. ყიდულობ ფუთს სტრაიკით 90$. თუ აქცია 70$-მდე დაეცემა, ფუთი გაძლევს უფლებას, მაინც 90$-ად გაყიდო.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი