ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / რებალანსირება

რებალანსირება

Rebalancing

რებალანსირება არის პორტფელის დაბრუნება თავდაპირველ, დაგეგმილ პროპორციებზე, როცა ფასების ცვლილებამ ის დაარღვია.

დროთა განმავლობაში ზოგი აქტივი სხვებზე სწრაფად იზრდება და პორტფელი დაგეგმილზე უფრო რისკიანი ხდება. რებალანსირებისას ნაწილს ყიდი იმისგან, რაც ძალიან გაიზარდა, და ყიდულობ იმას, რაც ჩამორჩა. ამას ჩვეულებრივ აკეთებენ წელიწადში ერთხელ ან მაშინ, როცა პროპორცია წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს სცდება.

მაგალითი

გეგმა იყო 80% აქციები / 20% ობლიგაციები. ერთი წლის ზრდის შემდეგ გახდა 88/12. რებალანსირებით აქციების ნაწილს გაყიდი და ობლიგაციებს იყიდი, რომ ისევ 80/20 მიიღო.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი