მთავარი / ლექსიკონი / რეგულარული ინვესტირება (DCA)
რეგულარული ინვესტირება (DCA)
Dollar-Cost Averaging
რეგულარული ინვესტირება არის სტრატეგია, როცა ინვესტორი ფასის მიუხედავად ყოველთვიურად ან რეგულარულად ერთსა და იმავე თანხას აბანდებს.
ამ მეთოდით აღარ გიწევს იმის გამოცნობა, როდის არის „საუკეთესო მომენტი“ ყიდვისთვის. როცა ფასი დაბალია, იმავე თანხით მეტ აქციას ყიდულობ, როცა მაღალია, ნაკლებს. დროთა განმავლობაში ეს საშუალო ფასს აწონასწორებს და ემოციური გადაწყვეტილებების რისკს ამცირებს.
მაგალითი
თუ ყოველთვიურად 200 დოლარს S&P 500-ის ETF-ში აბანდებ, ზოგ თვეს 4 წილს იყიდი, ზოგ თვეს 5-ს, იმის მიხედვით, რა ფასია.