მთავარი / ლექსიკონი / აქტივების განაწილება
აქტივების განაწილება
Asset Allocation
აქტივების განაწილება არის გადაწყვეტილება, ფულის რა ნაწილი ჩადო აქციებში, რა ნაწილი ობლიგაციებში და რა ნაწილი სხვა აქტივებში.
კვლევები აჩვენებს, რომ პორტფელის გრძელვადიან შედეგზე და მერყეობაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ეს გადაწყვეტილება ახდენს, და არა კონკრეტული აქციების შერჩევა. რაც მეტია აქციების წილი, მით მეტია შესაძლო მოგებაც და ვარდნებიც. განაწილება დამოკიდებულია შენს მიზნებზე, ვადაზე და რისკის ატანის უნარზე.
მაგალითი
ახალგაზრდა ინვესტორმა, რომელსაც ფული 20 წელი არ დასჭირდება, შეიძლება აირჩიოს 90% აქციები და 10% ობლიგაციები; პენსიასთან ახლოს მყოფმა კი — 50/50.