მთავარი / ლექსიკონი / ინდექსური ფონდი
ინდექსური ფონდი
Index Fund
ინდექსური ფონდი არის ფონდი, რომელიც ავტომატურად იმეორებს რომელიმე ინდექსის შემადგენლობას.
ასეთი ფონდის მენეჯერი არ ცდილობს „საუკეთესო“ აქციების შერჩევას. ის უბრალოდ ყიდულობს ყველა კომპანიას, რომელიც ინდექსში შედის. ამის გამო ინდექსური ფონდები იაფია (დაბალი საკომისიო აქვთ) და ხშირად გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე აქტიურად მართული ფონდების უმეტესობა.
მაგალითი
S&P 500-ის ინდექსური ფონდი ფლობს იმ 500-ვე კომპანიას, რაც ინდექსშია, მათი წილების შესაბამისად.