ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / ინდექსი

ინდექსი

Index

ინდექსი არის კომპანიების შერჩეული ჯგუფი, რომლის ცვლილებაც ბაზრის ან მისი ნაწილის მდგომარეობას აჩვენებს.

ინდექსი ერთგვარი „თერმომეტრია“ ბაზრისთვის. როცა ამბობენ, რომ „ბაზარი დღეს 1%-ით გაიზარდა“, ხშირად რომელიმე ინდექსს გულისხმობენ. ყველაზე ცნობილი ინდექსებია S&P 500, Dow Jones და Nasdaq Composite. თავად ინდექსის ყიდვა არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ინდექსური ფონდის ან ETF-ის ყიდვა, რომელიც მას იმეორებს.

მაგალითი

Nasdaq-100 ინდექსი Nasdaq-ის ბირჟაზე ლისტინგული 100 უმსხვილესი არაფინანსური კომპანიისგან შედგება.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი