მთავარი / ლექსიკონი / დივიდენდური შემოსავლიანობა
დივიდენდური შემოსავლიანობა
Dividend Yield
დივიდენდური შემოსავლიანობა გვიჩვენებს, წლიური დივიდენდი აქციის ფასის რამდენ პროცენტს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი საშუალებას გაძლევს, სხვადასხვა კომპანიის დივიდენდები ერთმანეთს შეადარო. ის გამოითვლება ასე: წლიური დივიდენდი ერთ აქციაზე გაყოფილი აქციის ფასზე. ძალიან მაღალი შემოსავლიანობა ყოველთვის კარგი ნიშანი არ არის: ზოგჯერ ის იმიტომაა მაღალი, რომ აქციის ფასი პრობლემების გამო დაეცა.
მაგალითი
თუ აქცია 100 დოლარი ღირს და კომპანია წელიწადში 4 დოლარ დივიდენდს იხდის, დივიდენდური შემოსავლიანობა 4%-ია.