ტერმინი
FTSE 100
FTSE 100 Index
მოკლედ
FTSE 100 არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგებული 100 უდიდესი კომპანიის ინდექსი, რომელიც კაპიტალიზაციით არის შეწონილი და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისა და ბაზრის მთავარ ინდიკატორად ითვლება.
ინდექსში ბევრი კომპანია ენერგეტიკის, ფინანსების, მომხმარებლის საქონლისა და სამთო სექტორიდანაა, ტექნოლოგიური კომპანიების წონა კი აშშ-თან შედარებით მცირეა. ამიტომ FTSE 100 ხშირად აშშ-ის ინდექსებისგან განსხვავებულად მოძრაობს. კომპანიების უმეტესობის შემოსავალი უცხოეთიდანაა, ამიტომ ინდექსი ფუნტის გაცვლით კურსზეც რეაგირებს: ფუნტის დასუსტება ჩვეულებრივ ინდექსს ამყარებს. ბევრი კომპანია მაღალ დივიდენდებსაც იხდის. ქართული ბანკებიც ლონდონში იყვნენ ლისტინგებული (LSE).
ინდექსს FTSE Russell მართავს.
წყაროები: FTSE Russell, lseg.com/en/ftse-russell; London Stock Exchange, londonstockexchange.com.
მაგალითი
თუ FTSE 100 7 800 პუნქტიდან 8 190-მდე გაიზარდა, ზრდა 5%-ია ((8 190 − 7 800) ÷ 7 800).
მოამზადა „ინვესტორმა“ (investi.ge) · განახლდა 10 ნოემბერი 2026 · როგორ ვამზადებთ მასალას