ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / ბენჩმარკი

ბენჩმარკი

Benchmark

ბენჩმარკი არის ნიშნული (ხშირად ინდექსი), რომელსაც შენი ინვესტიციის შედეგს ადარებ, რომ გაიგო, კარგად წახვედი თუ არა.

მარტო „20%-ით გავიზარდე“ ბევრს არაფერს ამბობს: თუ იმავე წელს მთელი ბაზარი 30%-ით გაიზარდა, შენ ფაქტობრივად ჩამორჩი. ამერიკული აქციებისთვის ყველაზე გავრცელებული ბენჩმარკია S&P 500. ბენჩმარკი უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაშიც ინვესტირებ.

მაგალითი

შენმა ტექნოლოგიურმა პორტფელმა წელიწადში 15% მოიტანა, Nasdaq-100-მა კი 25%. ბენჩმარკთან შედარებით შედეგი სუსტია.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი