მთავარი / ლექსიკონი / IPO (საჯარო შეთავაზება)
IPO (საჯარო შეთავაზება)
Initial Public Offering
IPO არის მომენტი, როცა კომპანია პირველად გამოდის ბირჟაზე და მისი აქციების ყიდვა ყველას შეუძლია.
IPO-მდე კომპანია კერძოა და მის აქციებს მხოლოდ დამფუძნებლები, თანამშრომლები და კერძო ინვესტორები ფლობენ. IPO-ს დროს კომპანია ახალ აქციებს უშვებს და ფულს იზიდავს ზრდისთვის. ახალ აქციებზე ფასი პირველ დღეებში ხშირად ძალიან მერყეობს.
მაგალითი
2025 წელს Klarna-მ და Chime-მა IPO გააკეთეს: მათი აქციები ახლა ნიუ-იორკის ბირჟებზე იყიდება.