ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / კვარტალური ანგარიში

კვარტალური ანგარიში

Earnings Report

კვარტალური ანგარიში არის დოკუმენტი, რომელსაც საჯარო კომპანია ყოველ 3 თვეში აქვეყნებს და რომელშიც მისი შემოსავალი, მოგება და სხვა შედეგებია.

ბაზარი ადარებს ფაქტობრივ შედეგებს ანალიტიკოსების მოლოდინებს. თუ შედეგი მოლოდინზე უკეთესია, ფასი ხშირად იზრდება, თუ უარესი — ეცემა. ზოგჯერ კარგი შედეგის მიუხედავადაც ფასი ეცემა, თუ მომავლის პროგნოზი (guidance) იმედგაცრუებულია.

მაგალითი

კომპანიამ გამოაქვეყნა მოგება ერთ აქციაზე 1.20$, ანალიტიკოსები კი 1.05$-ს ელოდნენ. მეორე დღეს აქცია 7%-ით გაიზარდა.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი