ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / წმინდა მოგება

წმინდა მოგება

Net Income

წმინდა მოგება არის თანხა, რაც კომპანიას შემოსავლიდან ყველა ხარჯის, პროცენტისა და გადასახადის გადახდის შემდეგ რჩება.

წმინდა მოგებას „ქვედა ხაზს“ (bottom line) უწოდებენ. სწორედ ეს თანხა შეიძლება დაურიგდეს აქციონერებს დივიდენდად ან ისევ ბიზნესში ჩაიდოს. ზოგ სწრაფად მზარდ კომპანიას წლების განმავლობაში შეიძლება ზარალი (უარყოფითი წმინდა მოგება) ჰქონდეს.

მაგალითი

თუ კაფის შემოსავალი 500 000 ლარია, ხარჯები 420 000 ლარი, გადასახადები კი 12 000 ლარი, წმინდა მოგება 68 000 ლარია.

ისწავლე კურსში

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი