ინვესტორი

მთავარი / ლექსიკონი / კონსენსუს-პროგნოზი

კონსენსუს-პროგნოზი

Consensus Estimate

კონსენსუს-პროგნოზი არის კომპანიის მომავალი მაჩვენებლის (მაგალითად, მოგება ერთ აქციაზე ან შემოსავალი) ანალიტიკოსების პროგნოზების საშუალო.

ბაზარი კომპანიის შედეგებს სწორედ კონსენსუსს ადარებს. ამიტომ შეიძლება კომპანიამ რეკორდული მოგება აჩვენოს და მაინც დაეცეს აქცია, თუ მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. ფასში უკვე გათვალისწინებულია ის, რასაც ბაზარი ელოდება; აქციას მოულოდნელობა ამოძრავებს.

მაგალითი

ანალიტიკოსები ერთ აქციაზე საშუალოდ 2.00 დოლარ მოგებას ელოდნენ; კომპანიამ 2.20 აჩვენა და კონსენსუსს გადააჭარბა.

დაკავშირებული ტერმინები

← ყველა ტერმინი