მთავარი / ლექსიკონი / აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები
აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები
US Treasuries
Treasuries არის აშშ-ის მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად ითვლება.
მათი შემოსავლიანობა მთელი ფინანსური სამყაროს „ათვლის წერტილია“: მასთან შედარებით ფასდება სხვა ობლიგაციები, სესხები და აქციებიც. განსაკუთრებით ყურადღებით ადევნებენ თვალს 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობას.
მაგალითი
როცა 10-წლიანი Treasury-ის შემოსავლიანობა 2%-დან 4.5%-მდე გაიზარდა, ბევრმა ინვესტორმა აქციების ნაწილი ობლიგაციებზე გადაიტანა, რადგან უსაფრთხოდ მეტ შემოსავალს იღებდა.