მთავარი / ლექსიკონი / ვაჭრობა სავაჭრო საათების გარეთ
ვაჭრობა სავაჭრო საათების გარეთ
Pre-Market / After-Hours
ზოგი ბროკერი საშუალებას იძლევა ივაჭრო ძირითადი სავაჭრო საათების დაწყებამდე (pre-market) ან დასრულების შემდეგ (after-hours).
ამ დროს მონაწილე ნაკლებია, ამიტომ ლიკვიდურობა დაბალია, სპრედი ფართო და ფასი შეიძლება ძლიერად ხტოდეს. კომპანიები ანგარიშებს ხშირად სწორედ ბაზრის დახურვის შემდეგ აქვეყნებენ, ამიტომ after-hours-ში ფასის დიდი მოძრაობა ხშირია.
მაგალითი
კომპანიამ ანგარიში დახურვის შემდეგ გამოაქვეყნა და after-hours-ში აქცია 8%-ით აიწია. მეორე დილით გახსნისას ფასი შეიძლება განსხვავებული იყოს.