ინვესტორი

მთავარი / ტერმინები / კ

ტერმინი

კონსენსუსის მექანიზმი

Consensus Mechanism

მოკლედ

კონსენსუსის მექანიზმი არის წესების ერთობლიობა, რომლითაც ბლოკჩეინის მონაწილეები, ცენტრალური მმართველის გარეშე, თანხმდებიან, რომელი ტრანზაქციები არის ვალიდური და რომელ ბლოკს დაუმატებენ ჯაჭვს.

ცენტრალიზებულ სისტემაში ბანკი ცხრილს მართავს და უარყოფს ყალბ ჩანაწერებს. ბლოკჩეინში ასეთი ცენტრი არ არის, ამიტომ ქსელს სჭირდება მექანიზმი, რომელიც ორმაგ ხარჯვას და თაღლითობას ხელს უშლის. ყველაზე ცნობილი ვარიანტებია Proof of Work (ბიტკოინი), სადაც გამოთვლითი სამუშაოა საჭირო, და Proof of Stake (Ethereum), სადაც ჩადებული თანხა. არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად დელეგირებული ან უფლებამოსილების დამადასტურებელი მეთოდები. თითოეულს განსხვავებული დაცვა, სიჩქარე და ცენტრალიზაციის დონე აქვს.

მექანიზმი ბლოკჩეინის უსაფრთხოებას განსაზღვრავს, ამიტომ პროექტის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რამდენად დეცენტრალიზებულია იგი.

წყაროები: Nakamoto, S. „Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System“, bitcoin.org/bitcoin.pdf; ethereum.org, Consensus mechanisms.

მაგალითი

ბიტკოინში ახალ ბლოკს ის მაინერი ამატებს, რომელიც პირველი ამოხსნის გამოთვლით ამოცანას. Ethereum-ზე ბლოკს შემთხვევით არჩეული ვალიდატორი ადასტურებს.

მოამზადა „ინვესტორმა“ (investi.ge) · განახლდა 10 ნოემბერი 2026 · როგორ ვამზადებთ მასალას