მთავარი / ლექსიკონი / კონგლომერატი
Conglomerate
კონგლომერატი არის დიდი კომპანია, რომელიც ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებულ, სრულიად განსხვავებულ ბიზნესებს აერთიანებს.
იდეა ის არის, რომ ერთი ბიზნესის სისუსტეს მეორის სიძლიერე აბალანსებს. თუმცა ბაზარი კონგლომერატებს ხშირად დისკონტით აფასებს („კონგლომერატის დისკონტი“), რადგან რთულია მათი გაანალიზება და ხელმძღვანელობას ყველა სფეროში ექსპერტობა უჭირს. ამიტომ ბევრი კონგლომერატი ნაწილებად იყოფა.
Berkshire Hathaway ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, რკინიგზას, ენერგეტიკულ კომპანიებს და ტკბილეულის მწარმოებელსაც.
და კიდევ 5 კომპანიის მიმოხილვაში.