ინვესტორი

მთავარი / ტერმინები / ე

ტერმინი

ერთჯერადი ინვესტირება

Lump-Sum Investing

მოკლედ

ერთჯერადი ინვესტირება არის მთელი თანხის ერთბაშად ბაზარზე ჩადება, ნაწილებად შეტანისგან განსხვავებით, და ისტორიულად ხშირად უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ნაწილებად ინვესტირება.

რადგან ბაზრები გრძელვადიან პერიოდში უფრო ხშირად იზრდება, ვიდრე ეცემა, ფულს, რომელიც ბევრ თვეს ელოდება, იმ ზრდის ნაწილი აკლდება. ნაწილებად ჩადების უპირატესობა ფსიქოლოგიურია: ის ამცირებს სინანულს, თუ ერთბაშად ჩადებულის შემდეგ ბაზარი დაეცემა (DCA).

არჩევანი დამოკიდებულია რისკის ატანაზე და ვადაზე. თუ ვარდნა დაგაფრთხობს და გაყიდვა გინდა, ნაწილებად ჩადება სჯობს.

წყაროები: Vanguard Research, „Dollar-cost averaging just means taking risk later“ (2012), vanguard.com; Investopedia, investopedia.com.

მაგალითი

მემკვიდრეობით მიიღე 30 000 ლარი. ერთჯერადი ინვესტირების შემთხვევაში ყველაფერს დღესვე ჩადებ ფართო ETF-ში. ალტერნატივაა, ყოველთვე 2 500 ლარი 12 თვეში. პირველი ისტორიულად ხშირად მეტს იძლევა, მეორე — მშვიდად ძილს ვარდნის შემთხვევაში.

მოამზადა „ინვესტორმა“ (investi.ge) · განახლდა 10 ნოემბერი 2026 · როგორ ვამზადებთ მასალას