მთავარი / ლექსიკონი / ხარის ბაზარი
ხარის ბაზარი
Bull Market
ხარის ბაზარი არის პერიოდი, როცა ფასები ხანგრძლივად იზრდება და ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
სახელი მოდის იქიდან, რომ ხარი რქებს ქვემოდან ზემოთ უქნევს. ხშირად ხარის ბაზრად ითვლება პერიოდი, როცა ინდექსი ბოლო მინიმუმიდან 20%-ზე მეტით გაიზარდა. ასეთი პერიოდები შეიძლება წლობით გაგრძელდეს.
მაგალითი
2009 წლიდან 2020 წლის დასაწყისამდე აშშ-ის ბაზარზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ხარის ბაზარი იყო.