მთავარი / ლექსიკონი / ბლუ-ჩიპი
ბლუ-ჩიპი
Blue Chip
ბლუ-ჩიპი ეწოდება დიდ, ცნობილ და ფინანსურად სტაბილურ კომპანიას ხანგრძლივი წარმატებული ისტორიით.
სახელი პოკერიდან მოდის, სადაც ლურჯ ფიშკას ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს. ბლუ-ჩიპ კომპანიები, როგორც წესი, თავიანთი დარგის ლიდერები არიან, კრიზისებს კარგად უძლებენ და ხშირად რეგულარულ დივიდენდს იხდიან. ისინი აბსოლუტურად ურისკო არ არიან, მაგრამ შედარებით საიმედოდ ითვლებიან.
მაგალითი
Coca-Cola, Johnson & Johnson, Microsoft და JPMorgan ბლუ-ჩიპ კომპანიებია.