მოკლედ
- ჯეფრი ჰინტონი (Geoffrey Hinton) ხელოვნური ნეირონული ქსელების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარია. მას „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ.
- 2024 წელს ჯონ ჰოპფილდთან ერთად ნობელის პრემია ფიზიკაში მიიღო.
- 2013–2023 წლებში Google-ში მუშაობდა, მერე კი წავიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ესაუბრა.
ხელოვნების ისტორიიდან ნეირონულ ქსელებამდე
ჰინტონი ლონდონის რაიონ უიმბლდონში დაიბადა. კემბრიჯში რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან ხელოვნების ისტორიასა და ფილოსოფიამდე, და ბოლოს ექსპერიმენტული ფსიქოლოგია დაამთავრა. სადოქტორო ედინბურგში დაიცვა, თუმცა ხელმძღვანელი სხვა, „სიმბოლურ“ მიდგომას ემხრობოდა.
1986 წელს თანაავტორებთან ერთად სტატია გამოაქვეყნა, რომელმაც ნეირონული ქსელების სწავლების მეთოდი გაავრცელა. 2012 წელს მისი სტუდენტების, ალექს კრიჟევსკისა და ილია სუცკევერის ქსელმა AlexNet-მა გამოსახულების ამოცნობის კონკურსი მოიგო. იმავე წელს მათთან ერთად კომპანია DNNresearch დააარსა.
რატომ არის საინტერესო ინვესტორისთვის
დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის ბუმი ათწლეულების მეცნიერულ მუშაობას ეყრდნობა, რომელსაც დიდხანს ბევრი სერიოზულად არ აღიქვამდა. ამ ბუმმა გაზარდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Nvidia. ნახე Nvidia და ხელოვნური ინტელექტის ბუმი.
მოამზადა „ინვესტორმა“ (investi.ge) · განახლდა 20 ნოემბერი 2026 · როგორ ვამზადებთ მასალას