მთავარი / ლექსიკონი / აქციების დაყოფა
აქციების დაყოფა
Stock Split
აქციების დაყოფა ხდება მაშინ, როცა კომპანია თითო აქციას რამდენიმე ახალ, უფრო იაფ აქციად ყოფს.
დაყოფა კომპანიის ღირებულებას და შენი წილის ღირებულებას არ ცვლის: უბრალოდ მეტი, მაგრამ უფრო იაფი აქცია გექნება. კომპანიები ამას აკეთებენ, რომ აქციის ფასი უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. 2024 წელს NVIDIA-მ თითო აქცია 10 აქციად დაყო.
მაგალითი
თუ Apple-ის 1 აქცია 400 დოლარად გქონდა და კომპანია თითო აქციას 4 აქციად ყოფს, გექნება 4 აქცია, თითო 100 დოლარად, ჯამში ისევ 400 დოლარი.