მთავარი / ლექსიკონი / წმინდა აქტივების ღირებულება (NAV)
წმინდა აქტივების ღირებულება (NAV)
Net Asset Value (NAV)
წმინდა აქტივების ღირებულება (NAV) არის ფონდის ყველა აქტივის ღირებულებას გამოკლებული ვალდებულებები, გაყოფილი ფონდის წილების რაოდენობაზე — ანუ ერთი წილის „რეალური“ ღირებულება.
ჩვეულებრივი ფონდის წილებს დღის ბოლოს NAV-ის ფასად ყიდულობ და ყიდი. ETF-ით ბირჟაზე დღის განმავლობაში ვაჭრობენ და მისი ფასი ჩვეულებრივ NAV-ს ძალიან ახლოსაა. დახურულ ფონდებსა და ჰოლდინგებს კი ზოგჯერ NAV-თან შედარებით დიდი დისკონტი ან პრემია აქვთ.
მაგალითი
ფონდს 110 მილიონის აქტივი და 10 მილიონის ვალდებულება აქვს, წილი კი 10 მილიონია: NAV ერთ წილზე 10 დოლარია.