
ეკონომიკა ფულის ფსიქოლოგიადამწყებისთვის
ფრიკონომიკა
Freakonomics: A Rogue Economist Explores the Hidden Side of Everything
სტივენ ლევიტი, სტივენ დაბნერი
რა საერთო აქვთ სუმოისტებს და სკოლის მასწავლებლებს? რატომ ცხოვრობენ ნარკოდილერები დედებთან? წიგნი, რომელმაც ეკონომიკა მონაცემებით დეტექტივად აქცია.
- გამოცემის წელი
- 2005
- გვერდი
- 320 · საშუალო
- წასაკითხად
- ~8 სთ
- სირთულე
- ●●●●●
William Morrow-ის 2009 წლის შევსებული გამოცემა
რაზეა წიგნი
ლევიტი ჩიკაგოს ეკონომისტია, რომელიც ფულსა და ბაზრებზე თითქმის არ წერს. მას აინტერესებს, როგორ უპასუხოს ეკონომიკის ინსტრუმენტებით (სტიმულებით, მონაცემებით, შედარებით) სრულიად სხვა კითხვებს: ატყუებენ თუ არა მასწავლებლები ტესტებზე (კი, და მონაცემებში ჩანს), ატყუებენ თუ არა სუმოისტები (კი), რატომ გამოიმუშავებს ქუჩის დილერი მინიმალურ ხელფასზე ნაკლებს და რამდენად მოქმედებს ბავშვის სახელი მის მომავალზე (ნაკლებად, ვიდრე გგონია). თანაავტორი, სტივენ დუბნერი, ჟურნალისტია და ამ კვლევებს ადვილად საკითხავ ისტორიებად აქცევს.
წიგნის ბირთვი სამი იდეაა: სტიმულები ყველაფრის საფუძველია (და ხშირად მოულოდნელად მუშაობს); ექსპერტები საკუთარი ინფორმაციული უპირატესობით სარგებლობენ (უძრავი ქონების აგენტი საკუთარ სახლს უფრო დიდხანს და ძვირად ყიდის, ვიდრე შენსას); და კორელაცია მიზეზობრიობა არ არის. ინვესტორისთვის ეს სამივე ყოველდღიური ინსტრუმენტია — განსაკუთრებით მეორე, როცა მრჩეველი ან ანალიტიკოსი რამეს გირჩევს.
წიგნის ყველაზე საკამათო თავი აბორტის ლეგალიზაციისა და დანაშაულის შემცირების კავშირზეა, რომელიც აკადემიურ დავებს დღემდე იწვევს. ეს უნდა იცოდე: ლევიტი ამას ამტკიცებს, ბევრი კი არ ეთანხმება. მაგრამ აზროვნების მეთოდი — ჰკითხე მონაცემებს და არა ინტუიციას — ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამაა, რისი სწავლაც 300 გვერდში შეიძლება.
მთავარი იდეები
01
სტიმულები ყველაფერს ხსნის
ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ, იქნება ის ეკონომიკური, სოციალური თუ მორალური, ხშირად კი არა ისე, როგორც სტიმულის ავტორი ფიქრობდა. საბავშვო ბაღში დაგვიანებისთვის დაწესებულმა ჯარიმამ დაგვიანებები გაზარდა.
02
ინფორმაციული ასიმეტრია
ვინც მეტი იცის, ის იგებს: აგენტი, ექიმი, მრჩეველი. კითხვა ყოველთვის ერთია — რა სტიმული აქვს იმას, ვინც რჩევას გაძლევს?
03
კორელაცია ≠ მიზეზობრიობა
ორი რამ ერთად იცვლება — ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს იწვევს. ფინანსურ „კანონზომიერებათა“ უმეტესობა სწორედ ამ შეცდომაა.
04
ჩვეულებრივი სიბრძნე ხშირად ცდება
„ყველამ იცის“ ფრაზით დაწყებული განცხადებები მონაცემებით ხშირად არ დასტურდება — სახელების გავლენიდან დილერების შემოსავლამდე.
05
მონაცემები ტყუილს ამხელს
მასწავლებლების გაყალბებული ტესტები და სუმოს „დათმობილი“ ორთაბრძოლები მონაცემთა ნიმუშებში გამოჩნდა. იგივე მეთოდით ფინანსურ თაღლითობებსაც იჭერენ.
ვისთვისაა — და ვისთვის არა
✓ წაიკითხე, თუ…
- ვისაც ეკონომიკა მოსაწყენად მიაჩნია — ეს წიგნი ამ აზრს ცვლის.
- ინვესტორს, ვისაც „ექსპერტების“ რჩევებში სტიმულების დანახვა სურს.
- ვინც მონაცემებით აზროვნებას სწავლობს — ნებისმიერ პროფესიაში.
✕ გამოტოვე, თუ…
- ვისაც ეკონომიკის საფუძვლები უნდა (ფასები, ინფლაცია, ვაჭრობა) — ამისთვის სოუელია.
- ვისაც ფულსა და ბაზრებზე წაკითხვა უნდა — ამაზე წიგნში თითქმის არაფერია.
- ვინც აბორტის თავის დასკვნებს მიუღებლად მიიჩნევს — ის წიგნის ცენტრალური ნაწილია.
რამდენად რთულია:●●●●● ჟურნალისტური, სახალისო, მოკლე თავები. სტატისტიკა ახსნილია ყოველგვარი მათემატიკის გარეშე.
ჩვენს საიტზე ამ თემაზე
გზამკვლევები
ხშირი კითხვები
+არის თუ არა „ფრიკონომიკა“ ეკონომიკის სახელმძღვანელო?
არა — ეს წიგნი უჩვეულო მაგალითებით აჩვენებს, როგორ მუშაობს ეკონომიკური აზროვნება. საბაზისო ცნებებისთვის სოუელის „ეკონომიკის საფუძვლები“ ან ჩვენი კურსები გამოგადგება.
+რატომ არის წიგნი საკამათო?
ძირითადად აბორტისა და დანაშაულის თავის გამო: სხვა ეკონომისტებმა ლევიტის გამოთვლებში შეცდომები იპოვეს და დასკვნა ბოლომდე არ დასტურდება. სხვა თავების მეთოდი (სტიმულები, მონაცემები) ნაკლებად საკამათოა.
იმავე თემაზე
მსგავსი წიგნები
ეკონომიკადამწყებიდაიწყე აქეკონომიკის საფუძვლებიBasic Economics · თომას სოუელიეკონომიკის სახელმძღვანელო ერთი გრაფიკისა და ერთი ფორმულის გარეშე — 700 გვერდი იმაზე, რატომ ქმნის ფასების კონტროლი დეფიციტს და რატომ არის „უფასო“ ყველაზე ძვირი სიტყვა.2000704 გვ.
ფსიქოლოგიასაშუალოქართულადიფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელაThinking, Fast and Slow · დანიელ კანემანინობელიანტი ფსიქოლოგი ხსნის, რატომ ვართ ყველა ცუდი სტატისტიკოსი — და რატომ ვიღებთ ფულთან, რისკთან და მომავალთან დაკავშირებით სისტემატურად მცდარ გადაწყვეტილებებს.2011499 გვ.
ფსიქოლოგიასაშუალოარასწორი ქცევაMisbehaving · რიჩარდ თალერიქცევითი ეკონომიკის ისტორია იმ ადამიანის თხრობით, ვინც ის შექმნა — როგორ დაუმტკიცა ეკონომისტებს, რომ რეალური ადამიანები მათ მოდელებს არ ემორჩილებიან, და ამისთვის ნობელი მიიღო.2015432 გვ.
პირადი ფინანსებიდამწყებიქართულადდაიწყე აქფულის ფსიქოლოგიაThe Psychology of Money · მორგან ჰაუზელი20 მოკლე ისტორია იმაზე, რომ ფულთან წარმატება არა ინტელექტზე, არამედ ქცევაზეა დამოკიდებული. დამლაგებელი შეიძლება მილიონერი გახდეს, ბანკის აღმასრულებელი კი გაკოტრდეს.2020256 გვ.
სიებში:დამწყებისთვისფსიქოლოგიაეკონომიკაეკონომიკა დამწყებისთვის